საიტის შესახებ

PHConline.ge 2020 წლის მაისში შეიქმნა და ვებგვერდის მიზანია პირველადი ჯანდაცვის ექიმების ინფორმირება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით.

ვებგვერდზე განთავსდება COVID-19-ის საეჭვო შემთხვევების მართვის პროტოკოლები, გაიდლაინები, მართვის ალგორითმები და სხვა მასალა, პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ასევე COVID-19-თან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია სხვადასხვა ფორმატში.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა სანდო წყაროების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

PHConline.ge

პროექტის მხარდამჭერები

© #დარჩითსახლში 2020